თბილისში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გაიხსნა. სასტუმრო 46 ნომრისა და 3 კვების ობიექტისგან შედგება.
როგორც ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, „მუზეუმში“ დასაქმდება 100 ადამიანი.
„ანუ 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ჯამურად 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა“,-აღნიშნა მან.
ვიცე პრემიერის თქმითვე, დღეს საქართველოში 1 200-ზე მეტი სასტუმროა და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა.
„აქ მინდა, ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013, 2014, 2015 წლებში 508 სტუმრების განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ არ ვანგარიშობთ 2012 წელს. სულ დღეს საქართველოში გვაქვს 1 200-ზე ოდნავ მეტი სასტუმრო და ამ სასტუმროებიდან 41% ექსპლუატაციაში შევიდა სწორედ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში.
ეს არის იმის დამსახურება, რომ ბიზნესი დღეს არის მონდომებული, კერძო სექტორი აკეთებს თავის საქმეს და ქვეყანაში იდება ინვესტიციები, ასევე არსებობს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად ამბობს, რომ 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველო აუცილებლად ავა 11 მილიონამდე“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.