საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა.
პროექტით გათვალსიწინებულია: ახალი 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება ასევე, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 680 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.