შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", იგივე "გალფის" კონტროლის განყოფილების ორ თანამშრომელი, ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიმართ სისხლის სამართლის საქმეზეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილია ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების ფაქტები.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა. გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული იქნენ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით", ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.