ვახტანგ კაპანაძე თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა
19-09-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალი სტუმრობს. ბრიგადის გენერალი სალიჰ ზაქი ჩოლაქი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მატერიალურ-ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს საერთაშორისო მისიები და ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი შესაძლებლობები.

 


„სახმელეთო ჯარების სარდლის სტუმრობა საქართველოში ძალიან ნიშანდლობლივია. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ კურსის უცვლელობისა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიული მეზობლები და მოკავშირეები ვართ, მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. თურქი სამხედროების დახმარება ქართველი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს.

 


ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გააჩნია“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი