საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა. ლევან იზორიას და ბრიგადის გენერლის, სალიჰ ზაქი ჩოლაქს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალ სალიჰ ზაქი ჩოლაქს თურქეთის რესპუბლიკის მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაუთმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.