საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შესახებ, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.
ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.