სალომე ზურაბიშვილი: პრეტენზიები მაქვს კანონის მიმართ, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ცალკე სუბიექტად არ არსებობს
19-09-2016, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ინციდენტებისა, საარჩევნო კამპანიისთვის უცნაური სიმშვიდე სუფევს“, - განაცხადა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, ერთადერთი უცნაურობა ამ საარჩევნო კამპანიის არის ის, რომ ძალიან გვიან დაიწყო და საკმაოდ მოკლე ვადაში ტარდება.

 

 

როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მას იმ კანონის მიმართ პრეტენზიები აქვს, რომელიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს და კვალიფიციურ სუბიექტს თანაბარ პიროებებში არ აყენებს.

 

 

„მე თუ პრეტენზიები მაქვს კანონის მიმართ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, მაჟორიტარს არ აქვს პირობები შექმნილი, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც არჩევნებში მარტო მიდის და რაც პარტიას აქვს, ის რესურსები არ აქვს. ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, რომ ის ჩააყენოს თანაბარ პირობებში. პრაქტიკულად დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ცალკე სუბიექტად არ არსებობს. კანონმდებლობა კვალიფიციური სუბიექტების ირგვლივ არის ორგანიზებული. მე მგონია, რომ ამის მიუხედავად გავალთ ფონს და ყველაფერი ნორმალურად იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად აქტიურობენ მისი მხარდამჭერები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილმა მის ანგარიშზე მცირეოდენი თანხის შეწირვა სთხოვა, დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მხარდაჭერა არ იყო მასიური და მისი პირადი ფინანსებიდან უფრო მეტი თანხა შევიდა, ვიდრე ამ ფორმით.

 

 

„მე მგონი, სულ შემოვიდა 3 000 ლარი თუ დოლარი. არ იყო ეს მასიური მხარდაჭერა და მართალი რომ ვთქვა, უფრო მეტი შევიდა ჩემი პირადი ფინანსებიდან, ვიდრე ამ ფორმით. ხელი შეგვიშალა აუდიტის მექანიზმებმა. ეს არის, რაც ზღუდავს დამოუკიდებელ კანდიდატს - ისეთი წვრილი მოთხოვნებია, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი ნაწილის უკან დაბრუნება, ადამიანების ძებნა, რომელთა ნაწილიც ვერ ვიპოვეთ. ადამიანებმა მიიტანეს ბანკში 3 ლარი, თუმცა ბევრს არ აქვს საკუთარი ანგარიში გახსნილი და ამიტომ არამხოლოდ დაბრუნება, არამედ კომისიების გადახდა მოგვიწია და ზოგჯერ უფრო მეტი დაგვიჯდა, ვიდრე შედეგი, მაგრამ მე ამით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს არის პრეცენდენტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში: დღეს პრაქტიკულად ყველა დასავლური კანდიდატის და პარტიის დაფინანსების ყველაზე დიდი წილი მოდის ამომრჩევლიდან და ეს არის დემოკრატია, ეს არის ის გარანტია, რომ შემდეგ არ გახდე დამოკიდებული ვინმეზე, რომელმაც დაგაფინანსა. მე ამ მეთოდის დამკვიდრება დავიწყე და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ არჩევნებში ძალიან ბევრი გამოიყენებს ამ ფორმას, არავინ არ გაიკვირვებს და არ დაიწყებს დაცინვას ამის გამო და ეს უკვე ჩვენს წესში შემოვა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი