მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი წევრის, გიორგი რუხაძის განცხადებით, როდესაც იმასაც ვერ ახერხებ, რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, აშკარაა, რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად.
ამის შესახებ გიორგი რუხაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ახალგაზრდული მოძრაობის მიერ პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვებას ეხმაურება.
„პარტიიდან წამოსვლის შემდეგ 1 აბზაციც კი არ დამიწერია ფბ-ზე. არც ვაპირებდი, უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდული მოძრაობის მხრიდან პარტიის დატოვებას და ამაზე ბურჭულაძის მხრიდან არც თუ ღირსეულ რეაგირებას, თითქოს ახალგაზრდებმა სუს-ის ზეოწლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება.
როდესაც ამბობ, რომ პოლიტიკაში იმიტომ მოდიხარ რომ ახალი სახეები, ახალგაზრდა პროფესიონალები მოიყვანო პოლიტიკაში და, როდესაც იმასაც ვერ ახერხებ, რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც პარტიას უანგაროდ ემსახურა და მის მშენებლობაში უდიდესი როლი შეასრულა, აშკარაა, რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის. ახალგაზრდობა არის პარტიის ‘სინდისი' და დღეს მან დატოვა ე.წ. ლიდერიც და პარტიაც“,-განაცხადა რუხაძემ.
დღეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. პარტია დატოვა ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თაქთაქიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.