გიორგი ვაშაძე: ჩვენს პოლიტიკურ ძალას ერთი ადამიანი თუ ტოვებს, ათასი ემატება
19-09-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი განცხადებები ცალსახად მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ ჩვენზე ტოტალური შეტევა დაიწყო. ამ შეტევის მიზანი მარტივია, პირველ რიგში ხელისუფლებას ის აშფოთებს, რომ ჩვენი რეიტინგი იზრდება“,-განაცხადა მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციას ერთი ადამიანი ტოვებს, მას ათასი ემატება.

 

 

„მათ უნდათ, ყველაფერი გააკეთონ, რათა სიბინძურით მოგვაყენონ ზიანი. ძალიან ხშირად ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჩვენ მიმართ ბრალდებები ისმის. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლება იყენებს სამართალდამცველებს, სხვადასხვა სისტემას წინასაარჩევნო პროცესში მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ხმები. ეს ყველაფერი 8 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება. ვწუხვარ, რომ ზეწოლების და თავდასხმების ტალღას ბევრი ვერ უძლებს. ასეთები პარტიას ტოვებენ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა ცოცხალი ორგანიზმია. ერთი ადამიანი თუ ტოვებს, ათასი ემატება", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

დღეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. პარტია დატოვა ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თაქთაქიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი