ქობულეთის კულტურის სახლში რიოს ოლიმპიური თამაშების მედალოსან ირაკლი თურმანიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სპორტის მუშაკები და გულშემატკივარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალტეტის ხელმძღვანელებმა ოლიმპიური თამაშების პრიზიორს მორიგი წარმატება მიულოცეს და წინსვლები უსურვეს.
ოლიმპიურ თამაშებში ძალოსანი ირაკლი თურმანიძე +105 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მან ჯამში 248 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სხვადასხვა სახეობაში 37 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 6 აჭარის მკვიდრია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.