საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურის თითოეულ მოსამსახურეს პროფესიულ დღეს ულოცავს და მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისთვის.
მისი თქმით, სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება.
„მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისა და ქვეყნის ერთგულებისთვის.
სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება. ეს საპატიო მისიაა, რომელსაც ისინი ღირსეულად ასრულებენ.
მინდა წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვო მათ!“-აცხადებს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.