ლევან იზორია: ვგეგმავთ ძალიან ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება საჰაერო თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში
19-09-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.

 

 

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

 

 

„ვულოცავ პირად შემადგენლობას დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით გულისწუხილი გამოვხატე იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაკარგი აქვს ამ დანაყოფს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს. ისინი გამოირჩევიან ძალიან დიდი პროფესიონალიზმით. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება საჰაერო თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და ამ თვალსაზრისით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ფრანგულ მხარესთან. ახლო მომავალში იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გაიწეროს. ეს დანაყოფი იქნება სწორედ ის დანაყოფი, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას განახორციელებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო მომავალში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იზორიამ.

 

 

საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი.

 

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მიწვეული სტუმრებისთვის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოფენაც მოეწყო.

 

 

1992 წლის 19 სექტემბერს ქართული ავიაციის ქვედანაყოფი პირველად აღიჭურვა საავიაციო საბრძოლო ტექნიკით. სამხედრო მფრინავებმა მიზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ორი ერთეული „სუ 25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით პირველი ფრენა განახორციელეს. სწორედ ამიტომ დაწესდა 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიული დღე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი