დავით ნარმანია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეკოლოგიის სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება
19-09-2016, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

 

„საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ჯერ დოკუმენტი არ დასრულებულა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს საქმე, ისევე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში“, - აღნიშნა ნარმანიამ.

 

 

დედაქალაქის მერმა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, ხეების ჭრასთან დაკავშირებული მორატორიუმი გრძელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ჭრა შეჩერებულია, გარდა დაზიანებული ან საფრთხის შემცველი ხეებისა.

 

 

„გამოძიების შედეგს ველოდებით, რომ მოვიქცეთ ადეკვატურად. თუ გამოძიების დასრულებამდე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება ზეპირად და არაადეკვატური მიღებული გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ, რეორგანიზაციის პაკეტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და რაც მოიცავს არა მხოლოდ სამსახურის რეორგანიზაციას, არამედ სისტემის ახლებურად გადაწყობას, ესეც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და საკრებულოში წარვადგინოთ. სხვანაირად ზეპირად საუბარი, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ არის და მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - განაცხადა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი