FBI–მ ავღანეთში დაბადებულ აჰმედ ხან რაჰამისზე ძებნა გამოაცხადა. პოლიცია მანჰეტენზე ჩელსის რაიონში შაბათ საღამოს ბომბის აფეთქების საქმეზე მის დაკითხვას აპირებს. ამის შესახებ BBC წერს.
28 წლის ეჭვმიტანილის, რომელმაც შეერთებული შტატების მოქალაქეობა ნატურალიზების გზით მოიპოვა, ბოლოს ცნობილი მისამართი ელიზაბეტშია დაფიქსირებული.
ბომბმა 29 ადამიანი დააზიანა, რომლებიც იმ დღესვე გამოწერეს საავადმყოფოდან. აფეთქების ადგილას, ახლოს ასევე ნაპოვნი იქნა სხვა მოწყობილობაც, რომელიც არ ამოქმედებულა.
ნიუ იორკის მილიონობით მცხოვრებმა პოლიციისაგან სატელეფონო შეტყობინება და ფოტოსურათი მიიღო, სადაც მოქალაქეებს დახმარებას თხოვენ. "ვინც კი ამ ინდივიდს ნახავს, ან იცის რაიმე მის შესახებ ან მისი ადგილმდებარეობის თაობაზე, უნდა დარეკოს პოლიციაში დაუყოვნებლივ", – განაცხადა ნიუ იორკი მერმა ბილ დე ბლასიომ CNN –ის ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.