გიორგი მარგველაშვილი: ყველა პირველკურსელს ვთხოვ, არ ჩააგდოთ პირველი, მოქალაქეობრივი გამოცდა - აუცილებლად მიდით არჩევნებზე
19-09-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

 

მან სტუდენტებს  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა.

 

 

„ყველა პირველკურსელს ვთხოვ, არ ჩააგდოთ პირველი, მოქალაქეობრივი გამოცდა - აუცილებლად მიდით არჩევნებზე!“-მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს.

 

 

გორის უნივერსიტეტის პირველკურსელებმა ასევე პრეზიდენტის მისალოცი წერილიც მიიღეს.

 

 

„შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, პასუხისმგებლობით მოეკიდები საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 


სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.

 


შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა - შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა. 

 


შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები“, - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი