გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
19-09-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.

 

 

საუბრის მთავარი თემები გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხები, საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

 

 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ აღიარეს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს და ამ პროცესში სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, საკუთარ წვლილს შეიტანს.

 

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება.

 

 

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სავაჭრო ბრუნვის ზრდის იმედი გამოთქვეს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი