"მასობრივი სპორტის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, ლეჩხუმს ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვია
19-09-2016, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მასობრივი სპორტის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, ლეჩხუმს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, სოფო ჩაკვეტაძესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

 

 

მინისტრს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები მასპინძლობდნენ. ტარიელ ხეჩკაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად, ცაგერის სამხატვრო გალერეა და ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა. შემდეგ კი სასპორტო სკოლას ეწვია - მოჭოდავეებსა და კალათბურთის გუნდს საჩუქრად ფორმები, ხოლო სკოლას ინვენტარი გადასცა.

 

 

ტარიელ ხეჩიკაშვილმა "მწვანე თეატრსა" და სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა და სტადიონზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თანადგომა აღუთქვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ დამსწრე საზოგადოებასა და სტუმრებს მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღესასწაული მიულოცა.

 

 

ვიზიტის დასასრულს სტუმრები წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში მეუფე სტეფანეს შეხვდნენ და წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი მოილოცეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი