გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე იმყოფებოდა.
მინისტრი კინჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
მინისტრი ოკაცეს კანიონზე, ვიზიტორთა ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა.
გიგლა აგულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და მონადირეებსაც შეხვდა.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შეშით მომარაგება, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზები და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ბუნებათსარგებლობის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით რეგულირებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.