,,როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ვერ დააზუსტა ჩემი ნათქვამი. მე იქ ვამბობ, რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და მერე უნდა ვიშოვო ფული-მეთქი, ამიტომ ის ცრუობს“,-განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ „TV-პირველის“ ეთერში.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი არაფერი სჭირს.
,,მე არ მჭირს არაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი, მე 89 წლიდან ვარ პოლიტიკაში. ჩემთვის სამწუხაროა, ისეთი გავლენიანი ადამიანი იყენებს ფარულ ჩანაწერებს. ბატონო ბიძინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ ესაა ქურდობა“, - თქვა გუბაზ სანიკიძემ.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე მას ახლა ცუდად იმიტომ მოიხსენიებს, რომ მილიონერი ვერ გახდა.
„გავიხსენოთ გუბაზის ერთ-ერთი გამონათქვამი, რომ ის პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მდიდარი უნდა გახდეს, მილიონი უნდა იშოვოს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეჭირა გუბაზს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ვერ იშოვა ფული ამ კაცმა. ეს აღიზიანებს ახლა, რომ მოვიდა პოლიტიკაში და ფული ვერ იშოვა და ისევ მე ვარ ამაში დამნაშავე. ახლა ცუდად მომიხსენიებს იმიტომ, რომ ვერ გახდა მილიონერი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.