ნიუ იორკში ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი 28 წლის აჰმედ ხან რაჰამი ორმხრივი სროლების შემდეგ ნიუ ჯერსიში დააკავეს
19-09-2016, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში ბომბების აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციასა და ტერორიზმში ბრალდებულს შორის სროლას ჰქონდა ადგილი.

 

 

28 წლის აჰმედ ხან რაჰამის დაკავებისას მიყენებული ჭრილობის გამო ახლა ოპერაცია უტარდება. ნიუ ჯერსიში, ლინდენში, ხან რაჰამის აყვანის ოპერაციისას ასევე დაზიანება მიიღო ორმა ოფიცერმა.

 

 

FBI-ს განცხადებით შაბათს მომხდარ აფეთქებებში სხვა ეჭვმიტანილი არ არსებობს.

 

 

FBI–მ ავღანეთში დაბადებულ აჰმედ ხან რაჰამისზე ძებნა კვირას გამოაცხადა. პოლიცია მანჰეტენზე ჩელსის რაიონში შაბათ საღამოს ბომბის აფეთქების საქმეზე მის დაკითხვას აპირებს.

 


28 წლის ეჭვმიტანილის, რომელმაც შეერთებული შტატების მოქალაქეობა ნატურალიზების გზით მოიპოვა, ბოლოს ცნობილი მისამართი ელიზაბეტშია დაფიქსირებული.

 


ბომბმა 29 ადამიანი დააზიანა, რომლებიც იმ დღესვე გამოწერეს საავადმყოფოდან. აფეთქების ადგილას, ახლოს ასევე ნაპოვნი იქნა სხვა მოწყობილობაც, რომელიც არ ამოქმედებულა.

 


ნიუ იორკის მილიონობით მცხოვრებმა პოლიციისაგან სატელეფონო შეტყობინება და ფოტოსურათი მიიღო, სადაც მოქალაქეებს დახმარებას თხოვენ. "ვინც კი ამ ინდივიდს ნახავს, ან იცის რაიმე მის შესახებ ან მისი ადგილმდებარეობის თაობაზე, უნდა დარეკოს პოლიციაში დაუყოვნებლივ", – განაცხადა ნიუ იორკი მერმა ბილ დე ბლასიომ CNN –ის ეთერში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი