შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა.
შსს–ს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მზაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
შს მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
გიორგი მღებრიშვილმა ალექსანდრე კელჩევსკისთან საუბრისას შსს-სა და ცესკოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის დეტალური გეგმები და მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.