საქართველოსა და ქუვეითს შორის მაღალ დონის თანამშრომლობის პირველი ერთობლივი კომიტეტის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ და ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰმა შეხვედრაზე საქართველოსა და ქუვეითის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქუვეითთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს კერძო სექტორში ქუვეითური კომპანიებისა და ქუვეითის მოქალაქეების მზარდი აქტივობები. ქართული მხარე მიესალმება ქუვეითის კომპანიებისა და ინვესტორების უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიც არის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში 2016 წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და ასევე ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.