სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, ფრანგული ინვესტიციის ფარგლებში, მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.