საქართველოს რეგიონში არსებული საინვესტიციო და სამეწარმეო პოტენციალის გასაცნობად პარაგვაის ბიზნესდელეგაცია ეწვევა 
20-09-2016, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარაგვაი და საქართველო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ. ახლო მომავალში თბილისს, რეგიონში არსებული საინვესტიციო და სამეწარმეო პოტენციალის გასაცნობად ბიზნესდელეგაცია ეწვევა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქალაქ ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა პარაგვაის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ელადიო რამონ ლოიზაგა ლეზანოსთან.

 

 

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პარაგვაის შორის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის სხვადასხვა დონეზე ურთიერთვიზიტების გაცვლა და მიმდინარე წელს საქართველოში პარაგვაის სენატის წარმომადგენელთა ვიზიტი, რამაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებში.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ინტერესი გამოხატეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართ. აღინიშნა ამ მხრივ არსებული პოტენციალი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება საქართველოში პარაგვაის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების მიმართ, რა დროსაც პარაგვაელ ინვესტორებს საშუალება მიეცემათ ადგილზე გაეცნონ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

 

 

შეხვედრის დასასრულს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარაგვაისა და საქართველოს შორის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი