კორეა მმართველობის სფეროში საქართველოს მიღწევებით დაინტერესდა და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუნ ბიონ სესთან.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კორეას წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიხატა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე ინტენსიური თანამშრომლობით, არამედ ბიზნესსექტორისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური ტენდენციით. ამ მხრივ კორეის საგარეო უწყების ხელძღვანელმა ხაზი გაუსვა კორეის ბიზნესწრეების მზარდ დაინტერესებას საქართველოთი, აღინიშნა საქართველოში კორეული ინვესტიციების წარმატებული მაგალითები, განსაკუთრებით კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული ღონისძიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეას ინიციატივის გაზიარებისა და ღონისძიების თანაორგანიზატორობისთვის. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა მმართველობის სფეოში საქართველოს მიღწევებსა და იმ ახალ ინიციატივებს, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრს გააჩნია ელექტრონული მმართველობისა და ქვეყანაში საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. კორეამ, როგორც ელექტრონული მომსახურების სფეროში რეგიონის წარმატებულმა ქვეყანამ, აღნიშნულ სფეოში ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე და მზადყოფნა გამოთქვეს, წვლილი შეიტანონ ურიერთობების შემდგომ განვითარებაში.
მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი გამორჩეულად აღინიშნოს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწია.
საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ვიზიტებისა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან. მიმდინარეობს ნაყოფიერი მუშაობა სამართლებრივი ბაზის განვითარების კუთხით, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებაში აისახა და სხვ.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად ჩატარებას. ასევე მომავალ წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების გეგმას“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.