“ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს
20-09-2016, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს. ოპონენტებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის ტექსტის გარდა, მასზე ხელმომწერთა ვინაობაც გახდება ცნობილი.

 

 

"ქართული ოცნება" მემორანდუმის გაფორმების მთავარ მიზნად წინასაარჩევნო პერიოდში დაპირსპირებების, კონტრაქციების თავიდა აცილებას ასახელებს. 

 

 

”მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია. ძალადობის პროვoცირების მთავარი ინსტრუმენტია კონტრაქციები. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონტაქციები არ შედგება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება”, - განაცხდა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინათ.

 

 

მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა საქართველოს პრეზიდენმა, გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ინიციატივა, რომლითაც პრემიერ მინისტრი გამოვიდა, შეთანხმების კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაუშვას.    

 

 

ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ.     

 

 

„ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშათ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე დღის წინათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი