„მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, მისი საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს.
როგორც თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „მრეწველებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.
მისივე თქმით, „მრეწველები“ სავარაუდოდ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ძალაში საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრია, რომელსაც შეუძლია მაღალი თანამდებობების დაკავება.
„ხალხი პოლიტიკურ ბლოკთან მიმართებაში დადებითად არის განწყობილი, რაც საპარლამენტო არჩევნებში დადასტურდება.
საარჩვენო ბარიერის გადალახვისთვის ასევე იბრძოლებს 5-6 პარტია, ესენი არიან: „პატრიოტთა ალიანსი“, ნინო ბურჯანაძე და „ნაციონალური მოძრაობა“. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მანევრები კი გაუგებარია.
თოფაძე მინისტრობის კანდიდატების წინასწარ წარდგენასთან დაკავშირებით, არასამთავრობოების მოწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.
„თავის პატრონს მოკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას“,-აღნიშნა თოფაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.