საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ გალა ვახშამს დაესწრო.
გალა ვახშამი - 2016 Global Citizen Award Dinner გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს გუშინ ეწვია. ის 21 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას; საქართველოს მთავრობის მეთაური გაერო-ში მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე - „დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები“ სიტყვით გამოვიდა; ის ასევე სიტყვით გამოვიდა ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე თემაზე - „ეფექტური ინსტიტუციები“.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრს, შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ფედერიკა მოგერინის და მოლდოვას პრემიერ მინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდება.
მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან, დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.