"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" გადაცემა "არჩევანის" ეთერით გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტირებისას განაცახადა, რომ სააკაშვილის და ივანიშვილის გვერდით ახლა უკვე ხაბურძანიაც გამოჩნდა და ერთად უტევენ "თავისუფალ დემოკრატებს".
"ძალიან ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია, "ფე ეს-ბე" ერთად უტევენ "თავისუფალ დემოკრატებს". ეს ნიშანდობლივია იმ კუთხითაც, რომ ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ და ქართული საქმის კეთებით ვართ დაკავებული. რაც შეეხება თვითონ ინსინუაციებს, მე არანაირად არ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს იმ განცხადებებზე, რაც გუშინ გაკეთდა, თუმცა ერთ ვიტყვი, "ფე-ეს-ბეს" გენერალ დირექტორს, თუ ვინც არ უნდა იყოს, არავის ვაპატიებ ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, იმ ღირებულებების, რითვისაც იუნკერებმა და 90-იან წლებში ჩვენმა თანამოქალაქეებმა შესწირეს თავი", - განაცხადა ალასანიამ, რომლის შეფასებითაც, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება გულისამრევია და "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ტალახის სროლას ისახავს მიზნად.
”რუსთავი 2”-მა გუშინ გაავრცელა ირაკლი ოქრუაშვილისა და ვალერი ხაბურძანიას ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანიას შესახებაც არის საუბარი. ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალსანიას ახლო კავშირები ქონდა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელ ჩურკინთან და რუსეთის სასაზღვრო ჯარების მაღალჩინოსანთან. ხაბურძანიას თქმით, ჩურკინი ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზეც კი განიხილავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.