სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „მასობრივი სპორტის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ლენტეხს ესტუმრა. მინისტრი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო, ძიუდოს, ფეხბურთის და რაგბის გუნდების მწვრთნელებს და სპორტსმენებს ესაუბრა.
ხეჩიკაშვილი არსებულ პრობლემებს დეტალურად გაეცნო და ადგილობრივებს მათ ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა. მინისტრმა სპორტის სასახლეში მოვარჯიშე ძიუდოისტებს ფორმები, ხოლო ლენტეხის სტადიონზე შეკრებილ მორაგბეებს და ფეხბურთელებს ფორმები და ბურთები გადასცა.
ლენტეხის გარდა მინისტრი დღეს ამბროლაურში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნობა, სპორტსმენებს სპორტულ ინვენტარს გადასცემს. მოგვიანებით კი ჯერ ონს, შემდეგ კი ტყიბულს ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.