თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია დევიზით: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ავტობან თბილისი-სენაკი-ლესელიძის თერჯოლის მონაკვეთი და თერჯოლა-ტყიბულის გზა დაასუფთავეს.
"ზოგადად თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია.
მაგრამ მხოლოდ კონკრეტული სამსახურების აქციებით აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდება. საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისკენ.
გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე", - აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.