ნინო გვენეტაძე: საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თეიმურაზ ტუღუშის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება
20-09-2016, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თეიმურაზ ტუღუშის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება, - აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ თეიმურაზ ტუღუშის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ გააკეთა.

 

 

გვენეტაძის თქმით, მხარდაჭერამდე მოხდა თეიმურაზ ტუღუშის ბიოგრაფიის გაცნობა და მას ასევე დაუსვეს კითხვები.

 


„იყო მისი ბიოგრაფიის გაცნობა, ბუნებრივია, იყო შეკითხვები და კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მიღებულია პოზიტიური გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს პლენუმი აცნობიერებს იმ მაღალ პასუხისმგებლობას მოსახლეობისადმი, სასამართლოს ნდობისადმი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთელი პასუხისმგებლობით, წინა პერიოდში შეხვედრებით, კონსულტაციებით გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ბატონი თეიმურაზის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება.

 

 

კითხვები ეხებოდა მის ბიოგრაფიას, ყველაზე მეტად პროფესიულ მონაცემებს, რომელიც ათწლიან გამოცდილებას უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მისი საქმიანობის. ის 10 წელია სხვადასხვა პოზიციებზე საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ახორციელებს. ვფიქრობ, ბატონი თეიმურაზი სასურველი კანდიდატურაა, რომელმაც ძალიან კარგად, ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო, ის ყველა სამართლაწარმოების პროცესში ჩახედული და დაკვალიანებულია და ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასეთი წევრის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება, რაც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა თეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დღეს დანიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი