ირაკლი ალასანია: ჩვენ მხოლოდ არჩევნებსა და ამომრჩევლის ინტერესზე ვართ გადართული და არა პორტფელების განაწილებაზე
20-09-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მხოლოდ არჩევნებსა და ამომრჩევლის ინტერესზე ვართ გადართული და არა პორტფელების განაწილებაზე, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები წინასწარ გამოაქვეყნონ.

 

 

„ჩვენი პარტია ცნობილია იმით, რომ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური და გამოცდილი შემადგენლობა. მათ შორის რამდენიმე იკავებდა მინისტრის თანამდებობას, რომლებმაც საქმე, სხვებისგან განსხვავებით კი არ გააფუჭეს, არამედ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით აუცილებლად ვამტკიცოთ თუ რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს პარტიაში. ერთადერთი ამოცანა ჩვენთვის არის არა პორტფელების გადანაწილება, არამედ ხალხის ნდობის მოპოვება სწორედ იმ გამოცდილებით, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს. ამიტომ არჩევნებზე და ამომრჩევლის ინტერესზე ვართ გადართული, ვიდრე პორტფელების განაწილებაზე. ეს იქნება მაშინ, როცა ხალხი ნდობას გამოგვიცხადებს“, - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი