უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა და სხვა რაიმე ინდივიდუალური ჩარევები არ ყოფილა.
„მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბატონი თეიმურაზი ჩემი კანდიდატურაა. ბუნებრივია, მას წინ უძღოდა კონსულტაციები, რაც სამუშაო რეჟიმში ხორციელდებოდა და უამრავი ადამიანის მოსაზრება, შეფასება იყო გათვალისწინებული“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ამ მოსაზრებებს შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მოსაზრება, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ არ ყოფილა და საუბარი აქვს უფრო ფართო წრეებზე.
„ჩემი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის ის, რომ მე პლენუმს წარვუდგინო კანდიდატურა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ან დამეთანმხმება ან არა. მე პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში ვიღებ საკუთარ თავზე, თუმცა ჩემი კოლეგებიც ინაწილებენ ამ პასუხისმგებლობას პლენუმის სახით. ყველა ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, ვფიქრობ, არაა მნიშვნელოვანი და სერიოზული ამ საკითხში. კანდიდატურა წარმოდგენილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი არ ყოფილა“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.