"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოკა გაბაშვილი პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასა და გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ეხმაურება.
”პროკურატურის ეს ბრიფინგი ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს და მის გუნდს არაფერი აქვთ სათქმელი არც აწმყოზე და არც მომავალზე, არც იმაზე, თუ როგორ დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და არც იმაზე, თუ როგორ დაეხმარება ხალხს. შესაბამისად, მანიპულირებენ დაპირისპირებით, უნდათ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას. არავის სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ოპერატორის გადაღებული მასალა დღეს, 7 წლის შემდეგ აღმოაჩინა პროკურატურამ”, - განაცხადა გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.