2016 წელს ზესტაფონში ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ქვედა საქარასა და ცხრაწყაროში დასრულებულია. ახალ კორპუსებში ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
"ქვედა საქარის საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს და სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გილმარი – 2 „ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 373,956 ათასი ლარს შეადგენს. ქვედა საქარის N 33 საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისთვის. თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აეშენებინა", – აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.