დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომ საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით
20-09-2016, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით.

 


როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამ რეიტინგში მხოლოდ 4 ქვეყანა უსწრებს და ესენია: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია.

 


”მერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ და უნდა ვსაუბრობდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ბიზნესის კეთება არის აბსოლუტურად გახსნილი, აბსოლუტურად თავისუფალი და ჩვენ რეალურად ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ ამ პერიოდის მანძილზე. 2012 წელს 53-ე ადგილზე ვიყავით და ათჯერ გავიუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია.

 


ვფიქრობ, ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და იმის შედეგია, რომ ჩვენთვის საკუთრების უფლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ეს არის ის, რასაც მივაღწიეთ ჩვენი პოლიტიკით და ეს არის საწინდარი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი