აბაშის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა. კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულს საბავშვო ბაღი გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია.
როგორც Guardian.ge–ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოზარდები პირველად შეძლებენ ახლომდებარე ბაღის მომსახურებით სარგებლობას. ამ ეტაპისათვის ბაღში 24 აღსაზრდელი ირიცხება და შესაბამისი განათლების მქონე 8 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ბაღისათვის შენობა ქირითაა აღებული და მომავალში ახალი შენობის აგებაც იგეგმება.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა საზეიმოდ გაჭრა ლენტი და ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა.
საზეიმო გახსნას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილეები: კუკური ლასარეიშვილი და გია კუცია, გამგებლის წარმომადგენელი კეთილარში მამუკა ჩაგანავა და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ხარძიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.