ირლანდიური გაზეთი ჰამლეტ გონაშვილზე სტატიას აქვეყნებს
20-09-2016, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირლანდიური გაზეთი „The Irish Times“ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ჩაძირული საგანძური: ჰამლეტ გონაშვილი - საქართველოს ხმა“.

 

 

სტატიის ავტორი - ჟურნალისტი დონალ დინენი აღნიშნავს, რომ შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე საქართველო ანტიკური პერიოდიდან სხვადასხვა იმპერიის გზაჯვარედინი იყო, თუმცა ქართულმა პოლიფონიურმა მუსიკამ და სიმღერის შესრულების უნიკალურმა მანერამ საუკუნეებს, მტრის შემოსევებსა და დამპყრობლურ ომებს გაუძლო.

 

 

ჟურნალისტი სტატიაში ანსამბლ „რუსთავსა“ და მის გამოჩენილ სოლისტ ჰამლეტ გონაშვილზე ვრცლად საუბრობს. დონალ დინენის თქმით, ჰამლეტ გონაშვილის ხმის ტემბრში სრულად წარმოჩინდება ქართული მუსიკის ის ჰარმონიულობა, რომელიც მის შესრულებას დაუვიწყარ ტონალობას ანიჭებს.

 


„მას იმ დროში გადავყავართ, როდესაც მგალობლები დედამიწაზე საოცარი ძალით იყვნენ აღჭურვილნი. ჰანგი, რომელიც ამ ადამიანებისგან იღვრება, ჩვენს გარშემო ირხევა და თვალუწვდენელ მწვერვალებს და თვალწარმტაც პეიზაჟს ეხმიანება“ - აღნიშნულია ირლანდიური გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი