"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი "აბსოლუტურად გაკოტრებული, ხალხისთვის საძულველია" და იგი მეფე ლირივითაა "განძარცვული". აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა "რუსთავი2"-ზე გადაცემა "არჩევანში" გააკეთა და რამდენიმე დღის წინათ შალვა რამიშვილის მის სახლში "მივარდნა" გაიხსენა.
"ჩვენი სახლის წინ ატარებენ პრეზენტაციებს ივანიშვილის გამოგზავნილი 10 ათასი დოლარით დასაჩუქრებული ხალხი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ივანიშვილი არის მეფე ლირი, რომელიც არის განძარცვული, აბსოლუტურად გაკოტრებული, ხალხისთვის საძულველი და უკვე გადასულია, აი, "რაც გინახავს ვეღარ ნახავში", ის თავადები ქვებს რომ ესვრიან იმ გამტაცებლებს იმ კაცის, ქვების სროლაზე", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ ის და ივანიშვილი არიან "კლასობრივი მტრები".
ნათელაშვილმა ასევე თქვა, რომ როდესაც ის მოვა ხელისუფლებაში, "ოქროს საბადო არ იქნება ბიძინა ივანიშვილის, ასევე არ იქნება ფარმაცია მისი და ოქრიაშვილის... როცა ჩვენ მოვალთ არ მივცემთ საშუალებას გახსნას მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, არ იარსებებენ ონლაინ სესხები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.