შეერთებული შტატების ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში ნოემბრის არჩევნებში ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს. ამის შესახებ BBC აშშ–ის ახალი ამბების ვებგვერდ Politico–ზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, ბუშმა აღნიშნული პირობა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისწულს, კატლინ კენედი ტაუნსენდს მისცა.
ყოფილი პრეზიდენტის ოფისს გავრცელებული ცნობა არ დაუდასტურებია. ბუშის წარმომადგენელმა თქვა, რომ იგი ამოწმებს აღნიშნულს.
ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშს, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 1989–1993 წლებში ეკავა, რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპისთვის ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.