გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვიზიტად მოლდოვას ეწვევა
21-09-2016, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვიზიტად მოლდოვას ეწვევა. მიწვევა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მოლდოველი კოლეგის, პაველ ფილიპისგან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახური ავრცელებს.

 


მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. საუბარი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივასაც შეეხო.

 


პრემიერ-მინისტრები ორი ქვეყნის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

 


მოლდოვას პრემიერი, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიესალმება. გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას ამ პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა.

 


პრემიერ-მინისტრებმა ნაყოფიერად შეაფასეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და სხვა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა პაველ ფილიპს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი