გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
21-09-2016, 00:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა.

 


საუბარი შეეხო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო დემოკრატიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება და ამ მიზნით, საარჩევნო პროცესზე მოწვეულია რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

 


საუბრისას ყურადღება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოში გერმანული ინვესტიციების განხორციელებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი