საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა ჰაიდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომელიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით, ასევე,
ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა,მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად, შესაბამისობაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში და განაცხადა, რომ ამაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის განხორციელებაც მიუთითებს. პრემიერ-მინისტრმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას, ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას, სივრცით მოწყობას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.
გიორგი კვირიკაშვილმა დენა ჰაიდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.