საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება.
მის შეფასებით, ივანიშვილმა "თანამებრძოლების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა".
"მე არ მინდა მას ამ ტიპის ურთიერთმტრობაში ავყვე. მინდა დავრჩეთ პოლიტიკური დისკუსიის და დებატების ფორმატში. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, არ ვიცი კიდევ სხვა ტერმინები, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები. ვისაუბროთ იმაზე რატომაა აუცილებელი მრავალპარტიული პარლამენტი, რატომაა პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელი, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც დღესაც სხედან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც თავისი ბიზნესის გაგრძელებას აპირებს მხოლოდ და არა ქვეყნის სამსახურს პარლამენტში. მე ამ თემებზე პოლიტიკური დებატებისთვის მზად ვარ ბიძინა ივანიშვილთან. არ ვარ მზად და არ ვიქნები მასთან იმ ტიპის არაპოლიტიკურ პაექრობაში ჩასართავად, რომელიც ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ, ასევე სხვა პარტიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ წამოიწყო. მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა და ახლა, ამ პოლიტიკური გეზის ცვლილების პროცესში, ის იძულებულია შეცვალოს გუნდი, ხალხი და სამწუხაროდ მან ეს საქმე არასწორად წაიყვანა”, - განაცხადა უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.