დავით უსუფაშვილი: არ მიწოდებია ბიძინა ივანიშვილისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი
21-09-2016, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მიწოდებია ბიძინა ივანიშვილისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი და ა.შ, - აღიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ივანიშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.

 

 

მისი განცხადებით, "არ ვარ დაინტერესებული ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის სახელისუფლებო და საძალაუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, იმის გამო, რომ დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი”.

 

 

”მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დავიწყე 5 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჩემი ლიდერის, ადამიანის, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, განქიქება, არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი და ა.შ. მან ჩათვალა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, სამწუხაროდ. მე მგონია რომ ცდება, რადგან აღარ სჭირდება ძველი ამბები და ამ ამბებთან დაკავშირებული სხვა კარგი ამბებიც, რაც მაშინ კარგად მიიჩნეოდა. მე არ მიხარია ის, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე....

 

 

მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და ”ქართული ოცნების” პოლიტიკა, როდესაც ძველი პარტნიორები არ მოინდომეს, ყველა პარტიას უთხრეს, მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ თქვენი პარტიები, გადმოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ამ ქვეყნის გადამრჩენელი, იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდოდა ორივეს მოსვლა, იმიტომ, რომ სხვა პარტია მაშინ სააკაშვილისთვის რეფორმების შემაფერხებელი იქნებოდა, ახლა კი ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი იქნება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი