ბიძინა ივანიშვილი: აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს
21-09-2016, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც კონფერენცია "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" მიმდინარეობს.

 

 

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია უკვე ეს პროექტი მიმდინარეობს და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი ცოდნა, კარგი გამოცდილება. ჩვენ უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდაიმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

"სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი