გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
21-09-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, რიჩარდ სტენგელის შეხვედრა გაიმართა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასაც.

 

 

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომ მრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

 

 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი