„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთის პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელი არ შეუშალონ და კონტრდემონსტრაციების გამართვაზე უარი თქვან.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როცა იმართებოდა რაღაც ღონისძიება და დაპირისპირებული ჯგუფი მისულა.
„მაგალითად, მსგავსი შეხვედრები იყო აჭარაში პრემიერის სტუმრობის დროს და ა.შ. ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
იქნება თუ არა სანქცია დაკისრებული, თუკი პარტია მემორანდუმის პირობებს დაარღვევს, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა პარტიები მასზე ხელის მოწერით იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მშვიდობაზე.
„ტექსტი არის მშვიდობიანი და იმედი მაქვს ყველა პარტია შეუერთდება მას. ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ მემორანდუმის პირველადი ტექსტი შეიმუშავეს თავად „ქართულ ოცნებაში“, თუმცა, არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართა და იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პარტიებს რაიმე შენიშვნები ექნებათ, პარტია ამასაც გაითვალისწინებს.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი დღეს გაასაჯაროვა.
მემორანდუმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.