„ჰერკოკრატიას“ ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ივანიშვილის თქმით, ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელი იყო ძალიან სპეციალური, შეიძლება, მსგავსი საქართველოს და ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს, ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „რუსთავი 2“- ს და „ტაბულას“ არ აწყობს ამ ფილმის რეიტინგი და ისინი უთანაგრძნობენ ხელისუფლებას, რომელმაც ფილმში ასახული დანაშაულებები ჩაიდინა.
„პირველ ორ-სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა, მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან ექსპრემიერი ფიქრობს, რომ ასეთივე შთაბეჭდილებას ფილმი უცხოელებზე ვერ მოახდენს.
„მე არა მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რამეთუ ჩვენ ძალიან იოლად გავიგიავდით ფილმის გმირებში. კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები იქნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 9 სერიანი ფილმი "ჰეროკრატია" "ჯი-დი-ეს"-სა და "იმედზე" გადის. მისი თქმით, ფილმში ასახულია „ყველაზე მძიმე სისხლიანი ცხრა წელი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.